ხშირად დასმული კითხვები

რატომ აქვს პროდუქტს 2 სხვადასხვა ფასი?

Mycomforthome თავის მომხმარებელს სთავაზობს 2 განსხვავებულ ფასს, რომელსაც პროდუქტის კალათში გადატანის დროს აირჩევთ.

  • იყიდე ახლა

ამ შემთხვევაში ნივთის მოწოდება ხდება საწყობიდან

  • წინასწარი შეკვეთა

თუ თქვენთვის სასურველი ნივთი იმავე დღეს არ გესაჭიროებათ და შეგიძლიათ რომ დაელოდოთ 12 დან 20 დღემდე, ამით თქვენ დაზოგავთ საკმაოდ დიდ თანხას და პროდუქტი ჩაგბარდებათ დათქმულ ვადაში

ნუ გადაიხდი ზედმეტს, შეუკვეთე და ნივთს შეიძენ იმაზე დაბალ ფასად ვიდრე წარმოგედგინა

 
როგორ ხდება ანგარიშსწორება ?

ჩვენთან ანგარიშსწორების 2 მეთოდის გამოყენებაა შესაძლებელი:

  • გადახდა ბარათით
  • ანგარიშსწორება ბანკის ანგარიშით

მეთოდის არჩევა შესაძლებელია შეკვეთის განთავსების ბოლო ეტაპზე

როგორ შევუკვეთო სასურველი პროდუქტი და გადავიხადო უფრო დაბალი ფასი?

შერჩეული პროდუქტის კალათში გადატანისას პარამეტრში უთითებთ (წინასწარი შეკვეთა) და ამატებთ კალათაში.

  • კალათაში მოთავსებულ პროდუქტს უთითებთ თქვენთვის სასურველი გადახდის მეთოდს: გადახდა ბარათით ან ანგარიშსწორება ბანკის ანგარიშით
  • გადახდა ბარათით - ამ შემთხვევაში თქვენი პლასტიკური ან ელექტრონული ბარათიდან მოხდება ნივთის საფასურის ჩამოჭრა და ნივთის შეძენა/შეკვეთა დადასტურებული იქნება SMS სახით თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომრზე.
  • ანგარიშსწორება ბანკის ანგარიშით - ამ შემთხვევაში გამოგიჩნდებათ ბანკის ანგარიში და ბანკინგის საშუალებით შეძლებთ ჩარიცხვას. ნივთის შეძენა/შეკვეთა დადასტურებული იქნება SMS სახით თქვენს მიერ მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომრზე.

ყველა შესრულებული ეტაპების დამადასტურებელ ინფორმაციას თქვენს მითითებულ მეილზეც მიიღებთ.

მადლობა, თქვენი შეკვეთა წარმატებით შესრულდა. დაელოდეთ ნივთს დათქმულ ვადაში.

მიტანის სერვისი თუ გაქვთ?

ჩვენ მიტანის სერვისი გვაქვს

  • თბილისის მასშტაბით მიტანის სერვისი უფასოა და ლოდინის ხანგრძლივობა მაქსიმუმ 2 დღეა
  • საქართველოს სხვა რეგიონების მასშტაბით ლოდინის ხანგრძლივობა 2-4 დღეს მოიცავს და სერვისი ამ შემთხვევაშიც უფასოა
მონტაჟი და ხანგრძლივი სერვისი

ჩვენთან შეძენილ გარკვეულ პროდუქციაზე გვაქვს მონტაჟის სერვისი  და მისი ხანგრძლივი სერვისის მხარდაჭერაც

  • მონტაჟი ერთჯერადია და შემდგომში მისი მონიტორინგი არ ვრცელდება
  • თუ ხანგრძლივ მხარდაჭერას საჭიროებთ, ამ შემთხვევაში ჩვენ სრულად ვიღებთ პროდუქტის სწორად მუშაობის ხარისხზე პასუხისმგებლობას და მინიტორინგს.
გარანტია

საგარანტიო მოთხოვნები

საგარანტიო ვალდებულებები არ ვრცელდება და მომსახურება არ ხორციელდება თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები შეცვლილია, წაშლილია  ან გადაკეთებულია;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან  მექანიკური დაზიანება/დეფექტი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი  დანიშნულების შეუსაბამო მიზნ(ებ)ით, არასაყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის;
  • სითხის, ორთქლის ან სხვა უცხო სხეულის მოწყობილობაში მოხვედრის შემთხვევაში;
  • დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით (ძაბვის ცვლილება),
  • გამყიდველი ორგანიზაციის ან მის მიერ ავტორიზებული სხვა სერვის ცენტრში მიმართვის გარეშე ჩატარებული სამუშაოების შემთხვევაში, (მათ შორის მონტაჟის,დემონტაჟის, შესაკეთებელი სამუშაოების)
  • პროდუქციის არასანიტარულ (მღრღნელები და მწერები) პირობებში შენახვისა და მოხმარების შემთხვევაში. საგარანტიო პირობები პროდუქციაზე არ ვრცელდება. 

საგარანტიო ვალდებულებები

ქარხნული წუნის შემთხვევაში, პროდუქცია გამოცვლას ექვემდებარება რეალიზაციის დღიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ  მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს მხოლოდ  შეძენილი პროდუქციის შეკეთება.

მომხმარებელმა ნივთი უნდა წარადგინოს სრული კომპლექტაციითყუთით და გარეგნული ზიანის გარეშე.

თუ გამყიდველი ორგანიზაცია, პროდუქციის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში ვერ უზრუნველყოფს დაზიანებული პროდუქციის შეკეთებას, ასეთი ნივთი შეიცვლება იმავე სახის ან იმავე ღირებულების ახალი პროდუქციით.

აღნიშნული წესი მოქმედებს მიუხედავად იმისა, პროდუქცია შეძენილია ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ თუ დადგინდა, რომ პროდუქციის მოხმარება/ექსპლუატაცია ხორციელდება საერთო - საზოგადოებრივი მომსახურების ობიექტებში

ჩვენი შემოთავაზებებით კმაყოფილი დარჩები

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს! წაიკითხეთ ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა დამატებითი ინფორმაციისთვის.

Shopping Cart
Scroll to Top